საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით
დონორი: ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OSCE HCNM)
ლოკაცია: ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი)
თარიღი : 2017 – 2020
2017 წლიდან ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ახორციელებდა პროექტს „საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით“.
პროექტის ფარგლებში საქართველოს არაქართულენოვანი რეგიონებიდან (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი) შეირჩა 20 საპილოტე სკოლა; აღნიშნული სკოლებისთვის მომზადდა მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი, თვალსაჩინოების მასალა; მე-3 - მე-6 კლასის მოსწავლეთათვის შეიქმნა სხვადასხვა დონის თემატური დარგობრივი (ბუნებისმეტყველება) ტექსტები, ათივე თემისათვის - თემატური გზამკვლევი მასწავლებლებისთვის. განხორციელდა ამ სკოლების დაწყებითი განათლების საფეხურის პედაგოგთა გადამზადება: ტრენინგები ჩატარდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთა, ასევე - ესტონელი CLIL ექსპერტების მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში.
პროექტის ფარგლებში, აგრეთვე, აღნიშნული სკოლების დაწყებითი განათლების საფეხურის მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და გამოცდილების მიღების მიზნით, განხორციელდა გაცვლითი პროგრამა: საპილოტე 20 სკოლის პედაგოგები გაიგზავნენ „ახალი სკოლის“ საპილოტე სკოლებში, სადაც მასპინძელმა სკოლებმა უზრუნველყვეს მათი განთავსება და გამოცდილების გაზიარებას 1 თვის განმავლობაში.
პროექტის მეორე კომპონენტი ითვალისწინებდა სკოლამდელი დაწესებულებების ჩართვას მულტილინგვური სწავლების პროცესში: შეირჩა 7 სკოლამდელი დაწესებულება ქვემოქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან; ტრენინგების გზით, განხორციელდა სკოლამდელი დაწესებულებების პედაგოგთა გადამზადება; სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა მოამზადა მრავალფეროვანი თვალსაჩინოების მასალა (პოსტერები, სასწავლო შემოქმედებითი დანიშნულების ფერადი კარტები, სიუჟეტური ნახატების კომპლექტი, სამუშაო (სახატავი, ასაწყობი) ფურცლები... დიდი სამუშაო ჩატარდა სკოლამდელებისთვის აუდიო მასალის შეგროვებასა და შექმნაზე. თემატურად დალაგებული დიდძალი აუდიო და ვიდეომასალა ჩაიწერა ფლეშკაზე და დაურიგდათ ბაღებს.
შეიქმნა ვებპორტალი - CLIL.ge