დონეებად დაყოფილი წიგნები
- რესურსი გამოიყენება სასწავლო და კლასგარეშე საქმიანობისას როგორც მშობლიურ, ასევე მეორე და უცხო ენის სწავლებაში კითხვის უნარების განვითარებისათვის.
- დონეებად დაყოფილი მასალა შემუშავებულია სპეციალური ფორმულის გამოყენებით, რომელიც ტექსტის 4 მახასიათებელს ეფუძნება:1. წიგნებისა და ნაბეჭდი მასალის მახასიათებლები; 2. თემატურ-შინაარსობრივი მახასიათებლები; 3. სტრუქტურულ-ჟანრობრივი მახასიათებლები; 4. ენობრივ-ლიტერატურული მახასიათებლები.
- დონეებად დაყოფილი ტექსტების სამიზნე ჯგუფი სკოლამდელი, დაწყებითი და ცალკეულ შემთხვევებში საბაზო საფეხურის მოსწავლეები არიან.
- Reading.ge-ს დონეებად დაყოფილი წიგნები მოიცავს 0-XX დონეს.